Link Search Menu Expand Document

ამ სავარჯიშოების გარჩევა შეგიძლიათ დამოუკიდებლად. საკმარისი მსურველების შემთხვევაში კვირის განმავლობაში დაინიშნება საკონსულტაციო საათი.

გამრავლება

მოცემულია სამყარო, სადაც 2x1 პოზიციაზე დევს n ცალი ბურთი, ხოლო 3x1 პოზიციაზე - m ცალი. კარელს უნდა, რომ ამ ბურთების რაოდენობა გადაამრავლოს და დადოს სამყაროს რომელიმე პოზიციაზე. შესაბამისად, უნდა დადოს n * m ცალი ბურთი.

გახსოვდეთ, რომ პროგრამა უნდა მუშაობდეს ნებისმიერი რაოდენობის ბურთებისთვის.

მაგალითად, 2x1 პოზიციაზე დევს 2 ბურთი, ხოლო 3x1 პოზიციაზე დევს 4 ბურთი. საბოლოოდ, კარელმა უნდა დადოს 2 * 4 = 8 ცალი ბურთი.

კარელი საწყის პოზიციაში დგას სამყაროს ქვედა მარცხენა კუთხეში და მიმართულია აღმოსავლეთით.

დიაგონალები

მოცემულია კვადრატის ფორმის მქონე სამყარო, რომლის შიგნითაც კედლები არ გვხვდება. კარელის ამოცანაა, სამყაროს დიაგონალებზე დადოს ბურთები.

კარელი იმყოფება სამყაროს ქვედა მარცხენა კუთხეში და მიმართულია აღმოსავლეთით.

ჭადრაკი

მოცემულია 8x8 ფორმის მქონე სამყარო. კარელს უნდა, რომ ეს სამყარო გარდაქმნას ჭადრაკის დაფად. იგი აპირებს, რომ შავი ან თეთრი უჯრების მაგივრად სამყაროში დადოს ბურთები, რათა დაამსგავსოს დაფას.

დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაეხმარება კარელს გარდაქმნას სამყარო ჭადრაკის დაფად.

შუა წერტილის პოვნა

მოცემულია ნებისმიერი განზომილების მქონე სამყარო, რომლის შიგნითაც კედლები არ გვხვდება. კარელს უნდა, რომ სამყაროს შუა პოზიციაზე დადოს ბურთი.

თუ გვაქვს 5x5 სამყარო, კარელმა ბურთი უნდა დადოს 3x3 პოზიციაზე.

თუ გვაქვს 6x6 სამყარო, კარელმა უნდა დადოს ბურთი 3x3, 3x4, 4x3, 4x4 პოზიციებზე.