გამოცდის გადაბარების კითხვები:
- https://freeuni-digital-technologies.github.io/info/final_retake.html თუ რამე შენიშვნა გაქვს, შეგიძლია შეავსო კითხვარი. პრეტენზიები დააფიქსირეთ მხოლოდ ამ ფორმით, მეილებს არ ვპასუხობ.
- გამოცდის კითხვები
- გამოცდის შენიშვნების გამოსაგზავნი ფორმა (მეილებს არ ვპასუხობ)
- ვინც კითხვების საიტზე გამოქვეყნებამდე შეავსეთ ფორმა, ჩაასწორეთ კითხვის ნომერი ან გამოაგზავნეთ თავიდან.
ხშირად დასმული კითხვები
- პროექტის წესები
- ფინალური გამოცდა (30 ქულა). ტესტური 1 და 2 ქულიანი კითხვები. კითხვები იქნება საიტზე ხელმისაწვდომი რესურსებიდან - ლექციები, სემინარები, დავალებები. გამოცდაზე არ შევა
- ღია იისფერი ფონით მონიშნული ნაწილები ლექციებიდან
- ის გვერდები ან ქვეთავები, რომელიც მონიშნულია 🟡 სიმბოლოთი ან აწერია რომ არ არის სავალდებულო
emis-ზე შუალედურ შეფასებას შევიყვან გამოცდის ქულასთან ერთად.
ამ საიტზე ატვირთულია ბოლო კვირებში სემინარებზე განხილული არასავალდებულო მაგალითები (არჩევნების სიმულაცია, ანალიტიკის მაგალითი, დაშიფვრის იმპლემენტაცია)
- ამ კვირას დამატებული ჩანაწერები:
წინა კვირების შეჯამება
1. 27 სექტემბერი
- გაეცანი საგნის შესახებ ინფორმაციას
- შემოუერთდი კურსს კლასრუმზე (კოდი თუ მოგთხოვა, be2trvz). დარწმუნდი, რომ @freeuni.edu.ge ექაუნთით, სხვა შემთხვევაში გამოგზავნილი დავალებები არ შესწორდება. ცალკე მეილებს არ ვაგზავნი, კლასრუმიდან მოდის ნოთიფიკაციები ამიტომ თუ დააგვიანე კლასრუმზე შემოსვლა, არაფერი გამოგიტოვებია
- სემინარი
- დავალება
2. 4 ოქტომბერი
- შემდეგი ორი შეხვედრა იქნება დისტანციურად
- ლექცია - შესავალი პროგრამირებაში. პროგრამირების სტრუქტურები, პრინციპები და ფიქრის პროცესი
- სემინარი - პროგრამირების სტრუქტურები
- დავალება
3. 11 ოქტომბერი (დისტანციურად)
- ლექცია - კომპიუტერის მუშაობის პრინციპები და ნაწილები
- სემინარი - კარელის სავარჯიშოები: კედლის შევსება, ღობეებზე გადახტომა
- ბონუს პრეზენტაციის შესახებ ინფორმაცია (ამ კვირის თემების ვარიანტები მოცემულია ლექციაში)
- დავალება
4. 18 ოქტომბერი (დისტანციურად)
- ლექცია - ინფორმაციის ენკოდირება ბაიტებში
- სემინარი - კარელის სავარჯიშოები: მიმატება, სამყაროს შემოვლა
- წინა კვირის სემინარში დავამატე Random Hurdle-ის ამოხსნა
- დამატებით: კარელის რთული სავარჯიშოები. ამ სავარჯიშოების გარჩევა შეგიძლიათ დამოუკიდებლად. საკმარისი მსურველების შემთხვევაში კვირის განმავლობაში დაინიშნება საკონსულტაციო საათი.
- დავალება
- წინა კვირის მასალაში დავამატე რჩევები ლეპტოპის არჩევისთვის
პირველი ქვიზის FAQ
- 9 ქულა
- ტესტური 1 და 2 ქულიანი კითხვები სემინარების და დავალებების ამოცანებიდან
- მინიმალური ზღვარი არ არის
- გადაბარება არ იქნება
- მაქსიმალური ქულის აღება მარტივი არ არის, 5-7 ქულა 9-დან არის ძალიან კარგი შედეგი
- გაცდენის ან ქულის მომატების სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გააკეთოთ ბონუს დავალებები
- შედის მხოლოდ კარელის მასალა
5. 25 ოქტომბერი (კამპუსში)
- ლექცია - ინტერნეტი
- სემინარი - html და css შესავალი. ამ კვირას გააკეთეთ ხანის აკადემიის სავარჯიშოები
- ბონუს დავალების დაწყება შეგიძლიათ ნებისმიერ კვირას, მაგრამ დაიცავით ეს დედლაინები
- ორშაბათობით სემინარის ბოლოს (ან შემდეგ) 10 წუთი იქნება დრო გამოყოფილი ბონუს საკითხების შესათანხმებლად
- ოთხშაბათ 20:00-მდე გექნებათ მონახაზის გამოგზავნის დრო, მონახაზზე ხუთშაბათ შუადღემდე დაგიწერთ შენიშვნებს/კომენტარებს, რომლის გათვალისწინებითაც იმავე დოკუმენტში უნდა დაამატოთ ტექსტი
- ტექსტის დასრულების დედლაინი იქნება ხოლმე ორშაბათს 15:00-მდე
6. 1 ნოემბერი
ამ კვირის რესურსები (და დავალება) აიტვირთება ოთხშაბათს
- ლექცია - ვები
- სემინარი
- html/css - ბმულები და box model. თუ სემინარი გააცდინეთ ან გინდათ მეტი ახსნები კონკრეტულ საკითხზე, მიმართეთ ხანის აკადემიას, w3school-ს ან google-ს.
- js: ცვლადები, ფუნქციების არგუმენტები - მაგალითები კარელში (მომავალ კვირას დავასრულებთ და კოდს ავტვირთავ ერთიანად)
- დავალება 5 დამატებულია კლასრუმზე და ვების დავალებებში. დავალების გაკეთებისთვის აუცილებელი არაა სემინარის გარჩევა და ხანის აკადემიის ვიდეოების ნახვა, საკმარისი მინიშნებებია რომ დამოუკიდებლად გაუყვეთ და რაც დაგაინტერესებთ მერე იმაზე მოიძიეთ ახსნა.
- პირველი ქვიზის კითხვები
7. 8 ნოემბერი
ჯავასკრიპტი
- ცვლადები, ფუნქციები (მაგალითები კარელში)
- DOM javascript შესავალი
8. 15 ნოემბერი
- ლექცია - პროგრამირების ენები
- სემინარი
- ობიექტები ჯავასკრიპტში
- task list აპლიკაცია
9. 22 ნოემბერი
- საიტის გამოქვეყნება github pages მეშვეობით. ამ ეტაპზე ძალიან მოკლე ინსტრუქციაა, თუ ვერ მიყევით მომავალ კვირას დაელოდეთ და სურათებით შევავსებ.
- სოციალური მედიის აპლიკაცია ნაწილი 1
- სიები. ჯავასკრიპტის შეჯამება.
- სასარგებლო რესურსები ბონუს თემის ასარჩევად
- დავალება 6 - html/css/js. დავალების გადმოწერის შემდეგ გააკეთეთ unzip და გახსენით (right click > open with) index.html firefox ან chrome ბრაუზერში.
10. 29 ნოემბერი
- ლექცია - სერვერები, api. დასაწყისში შეგიძლიათ ნახოთ ლექციის ვიდეო ჩანაწერი
- სემინარი - ჯავასკრიპტის advanced ფუნქციები
11. 6 დეკემბერი
- ლექცია - მონაცემთა ბაზები
- სემინარი - არჩევნების იმპლემენტაცია
- სერვერის მაგალითის დასრულება - აპლიკაცია და ინსტრუქცია ატვირთულია github-ზე (კურსის სავალდებულო მასალაში არ შედის)
12. 13 დეკემბერი
- ლექცია - (არასავალდებულო) პროგრამების შექმნის პროცესი
- სემინარი - (არასავალდებულო) ჯავასკრიპტის ბიბლიოთეკები, ხატვა და ანიმაცია
- დავალება 7 - html/css/js
13. 20 დეკემბერი
- ლექცია - cookies, trackers, data protection.
- სემინარი - ანალიტიკის მარტივი მაგალითი
მეორე ქვიზი
- დავალება 8 - html/css/js
14. 27 დეკემბერი
- ლექცია - ციფრული reset (არასავალდებულო)
- სემინარი - ალგორითმები
- სემინარის შემდეგ აუდიტორიაში იქნება დისკუსია წინასწარ გაზიარებულ თემაზე.
15. 10 იანვარი
- ლექცია - დაშიფვრა. ციფრული უსაფრთხოება
- სემინარი - დაშიფვრის იმპლემენტაცია
- ამ კვირას გირჩევთ პროექტზე მუშაობის დაწყებას.
16. 17 იანვარი
- ლექცია - ხელოვნური ინტელექტი. მანქანური სწავლება (არასავალდებულო). ჩანაწერი