ამ გვერდის ბოლოს შეგიძლია ნახო შესწორებული დავალებების შენიშვნები დღეების მიხედვით. შეგიძლია გამოიყენო თვითშეფასებისთვის, გაითვალისწინო და შეფასება გააუმჯობესო.
პროექტის მოთხოვნები
გუნდში სასურველია იყოს 3-4 სტუდენტი. ჯგუფს, ფაკულტეტს, კურსს მნიშვნელობა არ აქვს. შეგიძლიათ იყოთ 1 ან 2 სტუდენტიც, მაგრამ ნაკლებად გირჩევთ თუ დარწმუნებული არ ხართ რომ 3-4 ადამიანის სამუშაოს თავს გაართმევთ. ჯგუფის წევრების შეთანხმება წინასწარ საჭირო არ არის, პროექტის ფაილებთან ერთად გამოგზავნით.
პროექტის საიტი შეგიძლიათ შექმნათ დამოუკიდებლად, ან საწყის ჩონჩხებად გამოიყენოთ:
- სემინარებზე განხილული სავარჯიშოები და აპლიკაციების მაგალითები (ბევრი ახსნა არ აქვს კოდს, თუმცა თუ სემინარზე მოისმინეთ და ნაწილობრივ გაიგეთ შეგიძლიათ გაარჩიოთ დამოუკიდებლად)
- 6/7/8 დავალების პროექტები, ოღონდ გვერდის ბოლოს ტესტების div წაშალეთ (main.js script tag) და ტესტები აღარ გაეშვება
- ინტერნეტში მოძიებული პროექტები (მაგალითად რამე tutorial, რომელსაც ახალ ფუნქციებს დაუმატებთ)
თუ მუშაობის დასაწყისში ან პროცესში რამის გაკეთება გინდათ, მაგრამ საკმარისად კონკრეტულად ვერ აყალიბებთ კითხვას და ვერ ახერხებთ ონლაინ საჭირო რესურსების მოძიებას, მიმართეთ გიგის ან მე მომწერეთ.
კოდი
შეგიძლიათ თქვენი საიტი იყოს რამდენიმე გვერდიანი, თუმცა აუცილებელია მინიმუმ ერთი გვერდი.
- index.html, index.js, style.css
გარდა ამისა, პროექტში აუცილებელია იყოს ფაილი about.html. გადმოწერეთ აქედან, გადაიტანეთ პროექტის ფოლდერში და შეავსეთ ფაილში მითითებული ინფორმაცია.
შეფასების კომპონენტები
ციფრი ნიშნავს რამდენი ქულა აქვს (სულ 20 ქულა)
- 4 - იდეა/concept
- რა ტიპის აპლიკაცია აირჩიეთ, როგორ გახადეთ ორიგინალური და ა.შ)
- 5 - დიზაინი/css
- შესაძლებელია ბიბლიოთეკის გამოყენება ან თქვენით დაწერა
- 7 - ფუნქციონალი/javascript
- 4 - report (about.html ფაილი)
რომელიმე ნაწილის განსაკუთრებულად კარგად ან ორიგინალურად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია მიიღოთ რამდენიმე ბონუს ქულა
გამოგზავნა
- გუნდის წევრებმა უნდა ატვირთოთ ზუსტად ერთი და იგივე ფაილები
- ფორმატი არის იგივე რაც ვების დავალებებში (დაზიპეთ და emailid დაამატეთ სახელში. თუ ვების ოთხი დავალების მერეც გაურკვეველია ეგ რას ნიშნავს, გახსენით რომელიმე დავალება და წაიკითხეთ თავიდან)
აუცილებელია ფაილი ატვირთოს გუნდის ყველა წევრმა. გირჩევთ ერთმა შექმნას ზიპი და სხვებმა უბრალოდ სახელი შეუცვალეთ ატვირთვის წინ. თუ რომელიმე წევრი პროექტს არ ატვირთავს, შეფასებას არ მიიღებს.
- პროექტი არ მოწმდება ავტომატურად, მე უნდა შევაფასო, ამიტომ ფინალური გამოცდის შემდეგ გაიგებთ შეფასებას. ფინალურ გამოცდაზე გასვლაში ეს ხელს არ შეგიშლით (ყველას მოგივათ რეგისტრაცია)
შენიშვნები
disclaimer: რამე შენიშვნა აქ თუ არ წერია, არ ნიშნავს რომ იმ კომპონენტში მაქსიმალურ ქულას აიღებ.
სამშაბათი, 25 იანვარი
- გამომდინარე იქიდან, რომ ფუნქციონალში იგულისხმება ჯავასკრიპტი, თუ .js ფაილებში არაფერი ან თითქმის არაფერია დამატებული სემინარებზე/ტუტორიალში/მაგალითში განხილული კოდისთვის, ამ კომპონენტში გუნდი მიიღებს შესაბამის შეფასებას.
reportს რაც შეეხება:
- 5-6 საათი თუ აქვს წევრს დახარჯული, მაქსიმალური ქულის მიღების შანსი არ არის. მინიმუმ 8-10 საათია საჭირო კარგი შეფასებისთვის
- იმისთვის, რომ ვიცოდე ნამდვილად იმუშავე ეს საათები და უბრალოდ ციფრი არ გიწერია, მჭირდება შენი გულწრფელი და დაკონკრეტებული გამოცდილება. რაში დახარჯე რამდენი დრო, რა იყო მარტივი, რა გაგიჭირდა, რა სცადე მაგრამ არ გამოვიდა - ამ კომპონენტსაც შრომა ჭირდება (თასქების დაგეგმვა, პროცესისას ჩანიშვნა და ბოლოს რეტროსპექცია) და შაბლონური მოკლე ტექსტი 0 ქულას მიიღებს
- რესურსებში ვითხოვ არა ზოგად მისამართებს, მაგალითად stackoverflow.com, არამედ კონკრეტულ გვერდებს, რომლებიც მოიძიე, მაგალითად javascript - newbie to js. How do I ask user for input with function - Stack Overflow