მონაცემთა შენახვის მარტივი გზები
წინა ლექციაზე ვნახეთ, რომ თუ გვინდა ჯავასკრიპტის აპლიკაციაში ინფორმაცია ბევრგან იყოს ხელმისაწვდომი, სერვერის აპლიკაციას შეგვიძლია გავუგზავნოთ და იმან შეინახოს ფაილად. თუმცა, რა ხდება თუ სერვერის აპლიკაცია გამოირთვება? მისი runtime მეხსიერება წაიშლება და მიყვება მონაცემებიც. თუ გვინდა, რაღაც მეხსიერება ram-ზე უფრო პერსისტენტულ ადგილას შევინახოთ, მაშინ უნდა გამოვიყენოთ დისკი (hdd/ssd)
პრობლემები ფაილით შენახვისას
- ფაილის შენახვისას მთლიანი ფაილის ბაიტები თავიდან უნდა ჩავიწეროთ
- დრო
- მეხსიერება (RAM-ში უნდა დაიკავოს უზარმაზარმა ფაილმა ადგილი)
- ცვეთა
- ფაილის წაკითხვიდან ფაილის ჩაწერამდე შეიძლება ფაილის ინფორმაცია შეიცვალა (განსაკუთრებით თუ აპლიკაცია რამდენიმე სერვერზე მუშაობს)
მონაცემთა ბაზები
პროგრამა, რომელიც ოპტიმიზირებულია დიდი რაოდენობით მონაცემების დაცულად შენახვაზე და მონაცემების სწრაფად (და პარალელურად) ჩაწერა/მოძებნაზე
სინტაქსი
ე.წ. query language, რომელშიც ნაკლებად არის პროგრამირების ენებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა სტრუქტურები და ოპტიმიზირებულია მოძებნა/ფილტრაცია/განახლებაზე. სინტაქსი სხვადასხვა ბაზების სისტემებში განსხვავდება, თუმცა დაახლოებით ასე გამოიყურება:
- INSERT user INTO users
- FIND user IN users WHERE AGE>10
მონაცემთა ბაზას აპლიკაცია უკავშირდება
- მითითებულ პორტზე
- პაროლის მეშვეობით
- სპეციალური დრაივერით
table (ცხრილი).
შეჯამება: მონაცემთა შენახვის გზები
client:
- runtime (მეხსიერება)
- localstorage
server:
- runtime
- file
- database