წინა ლექციაზე ვნახეთ, რომ დოკუმენტის ენკოდირება რთული საკითხია (ბოლო ქვეთავი, ამ კვირას დავამატე და თუ ლექციას არ დაესწარით, წაიკითხეთ). ბევრი სხვადასხვა პროგრამა წარმოიშვა, რომელსაც საკუთარი ხედვა ქონდათ ენკოდირების შესახებ. ერთზე შექმნილი დოკუმენტის სხვა კომპიუტერზე გასახსნელად იქაც ეს პროგრამა უნდა დაგეყენებინა. რაღაც ეტაპზე ყველას სხვადასხვა პროგრამა ერჩივნა და თითქოს ყველა არსებულს რაღაც აკლდა და თანამედროვე მოთხოვნებს ბოლომდე ვერ ერგებოდა, ამიტომ ინტერნეტის განვითარებასთან ერთად გამოჩნდა ახალი სტანდარტის საჭიროება.
html და css ზუსტად ამ გამოწვევის პასუხი იყო. markup language ნიშნავს, რომ ტექსტის სხვადასხვა თვისებები მარკირებულია კონკრეტული სინტაქსით. მარკირება ხდება თეგების მეშვეობით - რომლებიც აღნიშნავენ კონკრეტული ტიპის ელემენტის დასაწყისს და დასასრულს. მაგალითად, მე თუ მინდა დავიწყო სათაური, დავწერ ასე
<h1>სათაური</h1>
<p>პარაგრაფი</p>
შემდეგი ორი კვირა html და css-ის სინტაქსს ვისწავლით. მთავარი პლათფორმა იქნება ხანის აკადემია. თქვენი გაკეთებული სავარჯიშოები და ნანახი ვიდეოები არ შემოწმდება, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროთ რამდენი მეცადინეობა გჭირდებათ. დავალება და დავალების გაკეთების ინსტრუქცია ცალკე მოგივათ მომავალ კვირას.
https://ka.khanacademy.org/computing/computer-programming/html-css
ამ კვირას გააკეთეთ გამოწვევები (პროექტები ჯერ არ გინდათ)
html/css-ში ბევრი თეგი და ატრიბუტია და ყველას დაზეპირებას არ გთხოვთ. მთავარია გესმოდეთ მუშაობის პრინციპი, და ის თეგები და ატრიბუტები, რომელსაც მომავალ სემინარებზე გამოვიყენებთ. ხანის აკადემიაზე რაც არის, ყველა საჭირო არ არის რომ გახსოვდეთ, უბრალოდ სინტაქსს რომ შეეჩვიოთ რამდენიმე სავარჯიშო გააკეთეთ და რაც კარგად ვერ გაიგეთ, ვიდეოს უყურეთ..