Link Search Menu Expand Document

კარელი უნდა მივიდეს ბურთთან, რომელიც დევს მეოთხე უჯრაზე და აიღოს.

https://codehs.com/lms/assignment/41699405/

ამ კვირაში სულ ეს არის :) რეალური დავალება ის არის, რომ

  1. ელემენტარული სინტაქსი ისწავლო
  2. კოდის საწერ გარემოს და კარელს შეეჩვიო
  3. კლასრუმზე ასატვირთად ფაილის გადმოწერა და სწორი სახელის და
  4. დავალების გამსწორებელ პროგრამასთან პირველი კონტაქტი გქონდეს
  5. დავალებების გამსწორებელ პროგრამაში რამე ხარვეზი თუ არსებობს, გამოჩნდეს

ეს ყველაფერი შეიძლება მარტივია, მაგრამ დროს და რესურსს მოითხოვს. ახლა ვარჯიშით მომავალში ამ ტექნიკური დეტალებით აღარ დაიბნევი და შეძლებ რომ მხოლოდ ამოცანაზე კონცენტრირდე.

არ დაგავიწყდეს, რომ დავალების კოდი (კარელის ბრძანებები) უნდა იყოს start ფუნქციაში, აი ასე:

function start() {
	move();
	// და ა.შ
}

პირველი დავალების შემოწმება დაიწყება პარასკევს ან შაბათს, დედლაინამდე მიიღებთ მეილს ჩაბარებულია თუ არა.

დავალების ატვირთვის ინსტრუქცია და წესები დევს დავალებების გვერდზე. თუ რამე გაუგებარი იყო და დახმარება დაგჭირდა, შაბათ-კვირას ჩავატარებ კონსულტაციას.

თუ დალინკულ გვერდზე ვერ შედიხარ, ე.ი არ წაგიკითხავს და გაგიკეთებია სემინარის მასალა და ინსტრუქცია, რის გარეშეც დავალება არ უნდა დაიწყო ხოლმე.