Link Search Menu Expand Document

პროცესორი

უშუალო სიჩქარის გარდა, ყურადღება მიაქციეთ

  • თაობას (უფრო ახალი თაობის i5 სჯობს ძველ i7ს)
  • ბირთვების რაოდენობას:
    • 2 ბირთვი - ცოტა
    • 4 ბირთვი - კარგი
    • 8 ბირთვი - ინტენსიური პროგრამებისთვის

მეხსიერება (RAM)

  • დარწმუნდით, რომ არის DDR4 (წინა თაობების ნელია)
  • დარწმუნდით, რომ მეხსიერების გაზრდა 16 გეგაბაიტამდე შესაძლებელია
    • 4 GB - ნორმალური, კომპიუტერს გამოიყენებთ მაგრამ ასე თუ ისე გაჭირდებით. ამის გამო ლეპტოპს ნუ დაიწუნებთ მაგრამ შეძლებისთანავე გაზარდეთ
    • 8 GB - საკმარისი კომფორტული ყოველდღიური მოხმარებისთვის
    • 16 GB - პროგრამისტებისთვის, დიზაინერებისთვის, მუსიკის პროდიუსერებისთვის კომფორტული რაოდენობა. ლეპტოპის ძიებისას 8 გეგაბაიტიანებსაც აუცილებლად გადახედეთ, როგორც ზემოთ აღვნიშნე მეხსიერების გაზრდა შესაძლებელია და ყველა სხვა მონაცემი და ფასი თუ კარგია, საკმაოდ ჭვკიანური გზაა

დისკი

რადგანაც ssd-ის ყიდვა ძვირი არ ღირს, თუ hdd აქვს იმ ლეპტოპს, რომელსაც ყიდულობთ, მაგრამ ყველაფერი სხვა კარგია, უბრალოდ იყიდეთ და გამოცვალეთ. hdd-ით არ გამოიყენოთ კომპიუტერი.

ვიდეო ბარათი

არაინტეგრირებული ვიდეობარათი აუცილებელია ამ ტიპის პროგრამებისთვის

  • ძლიერი ვიდეოთამაშები
  • გრაფიკული და ვიდეო პროგრამები (Adobe PS, Premiere, etc)

შენიშვნა

ამ რჩევების გარკვეული ნაწილი საერთოდ არ ვრცელდება Apple კომპიუტერებზე, Apple M1-ზე კი საკმაოდ დიდი ნაწილი არ ვრცელდება. თუ ფიქრობთ რომელი ოპერატიული სისტემის ლეპტოპი აირჩიოთ, შეგიძლიათ მომწეროთ და გაგიზიარებთ ჩემს პირად აზრს ამ საკითხზე. რესურსებში დაწერისგან თავს ვიკავებ, რომ ზედმეტად სუბიექტური არ გამოჩნდეს.