Link Search Menu Expand Document

ამ კვირას უამრავი ახალი მასალა იყო და ყველაფერს ეტაპობრივად ავითვისებთ. დავალება მარტივია - საკმარისია მხოლოდ სხვადასხვა ციკლებს შორის ზედაპირული განსხვავება გესმოდეთ და რომელიც საჭიროა, იმის სინტაქსი გაიმეოროთ.

https://codehs.com/lms/assignment/43749489

Follow the yello ball road

კარელის წინ ერთმანეთის მიყოლებით ბურთები დევს. კარელი უნდა გაყვეს ბურთებს და დაასრულოს მუშაობა ბოლო ბურთის შემდეგ. შეგიძლიათ იგულისხმოთ, რომ ბოლო უჯრაზე ბურთი არასდროს იდება (ანუ არსად გჭირდებათ იმის შემოწმება, წინ არის თუ არა კედელი)

მინიშნება 1 მოდი პირობა სხვანაირად გადავთარგმნოთ - კარელი უნდა გაყვეს ბურთებს და დაასრულოს მუშაობა ბოლო ბურთის შემდეგ = კარელი უნდა გადავიდეს ერთი უჯრით მანამ, სანამ უჯრაზე ბურთი დევს
მინიშნება 2 სანამ - while უჯრაზე ბურთი დევს - ballsPresent() გადავიდეს ერთი უჯრით - move()

შეგახსენებთ, რომ ატვირთვის წესები გამოქვეყნებულია დავალებების გვერდზე