ბონუს დავალებების მიზანია კოდის წერის მიღმა
- ტექნოლოგიების ახსნა
- როგორ მუშაობს კონკრეტული ტექნოლოგია, ზედაპირული ახსნა და მიმოხილვა. ზოგადი ახსნა, ისე რომ წინა ცოდნის გარეშე მსმენელმა/მკითხველმა გაიგოს. მაგალითად, როგორ მესიჯი ინტერნეტში - (ამას განვიხილავთ ჩვენ, უბრალოდ მაგალითია)
- კონკრეტული ტექნოლოგიის საინტერესო კომპონენტის გამოკვლევა (მაგალითად, როგორ პოულობს ინტერნეტის ქსელი ყველაზე მოკლე გზას ერთი წერტილიდან მეორემდე)
- ციფრული ტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროზე გავლენის გამოკვლევა (მაგალითად, რა გავლენა ქონდა ალან ტურინგის აღმოჩენას მეორე მსოფლიო ომზე, cambridge analytica)
ასევე, ბონუს დავალების ჩასაბარებლად მოგიწევთ მუშაობის კონკრეტული პროცესის დაცვა. შუალედური დედლაინების მიზანია გამოცდილება მიიღოთ და დაინახოთ თემის გამოკვლევისას ადრე დაწყების და სამუშაოს განაწილების დადებითი მხარე (vs დედლაინამდე ორი საათით ადრე დაწყება). თითოეულ ნაწილში ჩამოწერილი მოთხოვნების მთავარი მიზანია არა ქულების განსაზღვრა ან სამუშაოს გართულება, არამედ პირიქით - გამარტივება რჩევებით კონტენტის ხარისხის გაუმჯობესებისთვის. ეს workflow და კრიტერიუმები საკმაოდ გავრცელებული სტანდარტებია.
ბონუს დავალება შეგიძლიათ გააკეთოთ ერთად (მაქსიმუმ 3 სტუდენტი)
ბონუს გაკეთების დავალების გაკეთება შეგიძლიათ ნებისმიერ კვირას, მაგრამ უნდა დაიცვათ ეს დედლაინები
0. თემის შეთანხმება/დაწყება - ორშაბათი
ყოველ ორშაბათს, სემინარის ბოლოს (ან შემდეგ) 10 წუთი იქნება დრო გამოყოფილი ბონუს საკითხების შესათანხმებლად.
შეგიძლიათ მითხრათ რა თემა გაინტერესებთ (ლექციებში მოწოდებული ან ნებისმიერი სხვა) ან თუ დარწმუნებული არ ხართ, ერთად შევარჩიოთ.
ამის შემდეგ გამოგიგზავნით google doc-ს, სადაც ოთხშაბათ საღამოს 20:00-მდე უნდა ჩაწეროთ მონახაზი. მონახაზზე ხუთშაბათ შუადღემდე დაგიწერთ შენიშვნებს/კომენტარებს, რომლის გათვალისწინებითაც იმავე დოკუმენტში უნდა დაამატოთ ტექსტი ორშაბათს 15:00-მდე
1. თემა და მონახაზი - ოთხშაბათი
მონახაზი უნდა შეიცავდეს
- თემის სათაურს და რატომ აირჩიეთ
- რა რესურსები დაათვალიერეთ, რა მოგეწონათ, რამ დაგაინტერესათ. თითოეულ რესურსზე დაათვალიერეთ, იმაზე ისაუბრეთ 1-2 წინადადებით. ჯამში უნდა აარჩიოთ მინიმუმ 2-3 რესურსი, რომელსაც გამოიყენებთ (მხოლოდ ერთის პერიფრაზი რომ არ იყოს).
- რესურსებზე და საკუთარ აზრზე დაყრდნობით, რა კითხვები იქნება დასმული/პასუხები გაცემული
- ტექსტის სტრუქტურა როგორ წარმოგიდგენიათ (bullet point-ებად, ნაწილები და იმ ნაწილებში რა შევა)
2. ტექსტი - კვირა
ფორმატის წესები:
- ტექსტი უნდა იყოს ინფორმატიული ბლოგ პოსტის ფორმატში და არა ესეს
- მაქსიმალური ზომა: 1-1.5 გვერდი ერთ მონაწილეზე
- სტრუქტურა არის გამოკვეთილი (გააკეთეთ სათაურები, ქვესათაურები) მკაფიოდ არის წარმოჩენილი, რომელი ნაწილი რას ხსნის/რა კითხვას პასუხობს. თითოეულ ნაწილში/პასყხში უნდა იყოს ჯერ მოკლე მიმოხილვა, ხოლო შემდეგ ელაბორაცია.
- გამოყოფილი არის მნიშვნელოვანი keyword-ები (მაგალითად ბოლდით)
- ყოველ ციტირებას ფრჩხილებში უნდა ქონდეს მიწერილი (წყარო: საიტის სახელი) და საიტის სახელში დალინკული უნდა იყოს კონკრეტული გვერდი/ვიდეო, საიდანაც აიღეთ ტექსტი. სურათის შემდეგ უნდა ეწეროს წყარო (სურათის ბმული)
- ტექნიკური საკითხები გასაგებია აუდიენციისთვის (იმის გათვალისწინებით, რომ მათ საშუალო დონეზე იციან ლექციაზე ახსნილი მასალა)
- მუშაობის პრინციპისას მოყვანილია ანალოგები, ისეთი სისტემების, რომელსაც უკვე ვეცნობით (მაგალითად, ინტერნეტის შედარება ფოსტასთან) კონტენტში არის მოყვანილი საინტერესო შემთხვევები
იმ შემთხვევაში, თუ ტექსტმა სრულყოფილი ქულა არ მიიღო, გექნებათ 1-2 დღე შენიშვნების გათვალისწინების და ჩასწორების.
3. პრეზენტაცია (სურვილის შემთხვევაში)
პრეზენტაციის ფორმატი:
ხანგრძლივობა:
- 1 მონაწილე: 3-4 წუთი
- 2 მონაწილე: 4-5 წუთი
- 3 მონაწილე: 6-7 წუთი ხანგრძლივობის დარღვევის შემთხვევაში გუნდს ექნება -1 ქულა
პრეზენტაციის სლაიდები არ არის დატვირთული ზედმეტი ტექსტით, მაგრამ ისეც არ იყოს რომ მხოლოდ ერთი სიტყვა ან სურათი ჩანდეს.