ყოველ დავალებას აწერია: რომელ კვირაშია, მერამდენე დავალებაა, თემის მერამდენე დავალებაა
დავალების ატვირთვის ინსტრუქცია
- დავალებას ტვირთავთ კლასრუმზე. კლასრუმზე წერია დავალების დედლაინიც. საიტზე კვირის შეჯამებაში წერია რომელ კვირას უნდა დაიწყოთ დავალებაზე მუშაობა
- სამი ტიპის დავალებები გექნებათ: კარელის (პირველი თვე), ხანის აკადემიის (მეორე თვე) და ვების (დანარჩენი დრო და ფინალური პროექტი). ატვირთვამდე ნახეთ კონკრეტულის ინსტრუქცია (თითოეულის ინსტრუქცია დაემატება შესაბამის დროს)
- ყველა ტიპის დავალების გაკეთებისას გაქვთ წვდომა ტესტებზე. ანუ დავალების გამოგზავნამდე გამონაკლისი შემთხვევების გარდა უკვე იცით, აკმაყოფილებს თუ არა თქვენი კოდი პირობას. გამოგზავნიდან მაქსიმუმ ერთ საათში მიიღებთ დავალების შემსწორებელი პროგრამის უკუკავშირს, რომელიც გეტყვით დავალების შედეგს (ყველა ტესტი გაიარა, ზოგი ტესტი გაიარა, ერორია, ფაილის ფორმატი არასწორია, ა.შ). დედლაინამდე რამდენჯერაც გინდათ შეგიძლიათ გამოასწოროთ შეცდომები (არსებობის შემთხვევაში), თავიდან გამოაგზავნოთ და ისევ მიიღებთ უკუკავშირს.
- იგულისხმება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიღებული დავალება უნდა გააკეთოთ კვირის ბოლომდე და შეეცადეთ ასე გამოაგზავნოთ ხოლმე. მაგრამ დედლაინი იქნება რამდენიმე დღით გვიან (ძირითადად შემდეგ ხუთშაბათს), რადგან
- თუ დავალების გაკეთება გაგიჭირდათ, შეიძლება მომავალ ლექციაზე ახალი მასალის გაცნობის შედეგად უფრო გაგიმარტივდეთ შესრულება
- გაუთვალისწინებელი შემთხვევების (ავადმყოფობა, პირადი პრობლემები, ა.შ) დროს მაინც რომ გქონდეთ გაკეთების საშუალება.
- შესაბამისად არ არსებობს დედლაინის ინდივიდუალურად გადატანის საფუძვლები და ეს საკითხი არ განიხილება.
კარელის დავალების ფაილის ატვირთვის წესი
- დავალება უნდა შეიცავდეს start ფუნქციას
- codehs-ზე დავალების შესრულების შემდეგ, კარელის სამყაროს ზედა სივრცეში არის ღილაკი
MORE
. დააჭირეთ ამ ღილაკს და მონიშნეთDownload
. შემდეგ დააჭირეთ ღილაკსDownload Code as .txt File
. შეინახეთ ფაილი და გადაარქვით სახელი, ისე რომ იწყებოდეს თქვენი მეილის id-ით (@freeuni.edu.ge-ის გარეშე) და დასასრულში ეწერს.txt
. მაგალითადimghv14.txt
. - თუ სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ მეილის id-ის შემდეგ რაც გინდათ მიაწეროთ, მაგალითად
imghv14_davaleba1.txt
, მაგრამ ჩვენთვის ამას აზრი არ აქვს. დავალების სახელში არ შეიძლება სფეისის (გამოტოვების) გამოყენება. მხოლოდ ლათინური სიმბოლოები, რიცხვები და ქვედა ტირე_
- გაითვალისწინეთ, რომ როცა პირობაში წერია, რომ ნებისმიერ სამყაროზე უნდა მუშაობდეს კოდი, შემმოწმებელი პროგრამა შეამოწმებს შემთხვევით შერჩეული ზომის სამყაროებზე.